ფინანსთა სამინისტრომ 2024 წლის აპრილის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალის სტატისტიკა გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, მთლიანი ვალი 8.67 მილიარდ დოლარს შეადგენდა, რაც მარტთან შედარებით 45 მილიონი დოლარით ნაკლებია. თუმცა, წინა წელთან შედარებით სახელმწიფო ვალი გაზრდილია 124 მილიონი დოლარით, რაც საქართველოს მიერ ახალი ვალების აღებით არის განპირობებული. სტატისტიკის მიხედვით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში სახელმწიფომ ყველაზე მეტად 109 მილიონი დოლარით გაზარდა ვალი აზიის განვითარების ბანკის (ADB) წინაშე, რომელიც არსებული მდგომარეობით, საქართველოს მთავრობის ყველაზე მსხვილი დონორი საფინანსო ინსტიტუტია.
საქართველოს მთავრობა საგარეო ვალებს ძირითადად მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებისთვის იღებს, მათ შორის ყველაზე ძვირად ღირებული პროექტებია აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალი, ასევე ჩრდილოეთი სამხრეთის დამაკავშირებელი ახალი მაგისტრალი. საერთაშორისო დონორები თანხებს ასევე გამოყოფენ ქვეყნის რეგიონული განვითარების პროექტების, და ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტების მიმართულებითაც.
საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალის სტატისტიკა 2024 წლის აპრილის მდგომარეობით:
კრედიტორი | ვალის მოცულობა აშშ დოლარში |
ADB | 2,232,080,000 |
მსოფლიო ბანკი | 2,070,087,000 |
EIB | 1,106,599,000 |
საფრანგეთი (AFD) | 759,948,000 |
გერმანია (KFW) | 616,406,000 |
საქართველოს ევრობონდი | 500,000,000 |
ეროვნული ბანკის ვალი IMF-ის მიმართ | 394,720,000 |
EBRD | 222,143,000 |
AIIB | 209,009,000 |
მთავრობის ვალი IMF-ის მიმართ | 193,736,000 |
EU | 142,551,000 |
იაპონია | 124,536,000 |
სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი | 36,303,000 |
ევროსაბჭოს განვითარების ბანკი (CEB) | 15,005,000 |
ავსტრია | 12,186,000 |
რუსეთი | 11,618,000 |
ქუვეითი | 10,959,000 |
ამერიკის შეერთებული შტატები | 8,191,000 |
თურქეთი | 3,310,000 |
სკანდინავიური გარემოს დაცვის საფინანსო კორპორაცია | 1,924,000 |
ყაზახეთი | 1,849,000 |
აზერბაიჯანი | 1,700,000 |
სომხეთი | 1,499,000 |
ირანი | 1,240,000 |