მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აპრილში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 6%-ით შემცირდა

64677ea13fd24
მარიამ ვარადაშვილი
19.05.23 18:10
511
საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის აპრილში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1%-ით შემცირდა, ხოლო წლიურად ინდექსი 6%-ით შემცირდა.

12 თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:

• სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები შემცირებულია 19.2%-ით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე -1.48 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების კლება ლითონის მადნებზე [-26.1%];

• დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები შემცირდა 4.5%-ით, რამაც მთლიანი ინდექსის კლებაზე -3.67 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები შემცირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: სასმელები (-5.8%), ძირითადი ქიმიური ნივთიერებები და ქიმიური პროდუქტები (-32.7%) და ძირითადი ლითონები (-22.5%);

• ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები შემცირდა 6.4%-ით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე -0.57 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა;

• წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით: ფასები შემცირდა 11.5%, რამაც მთლიან ინდექსზე -0.3 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები