2025 წლის აპრილში საქართველოს საგარეო ვალი 309 მილიონი დოლარით გაიზარდა - ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. სტატისტიკის თანახმად, სახელმწიფო საგარეო ვალმა 2025 წლის 31 აპრილს 9 მილიარდ დოლარს მიაღწია. ამასთან, ვალი გაიზარდა მარტშიც, 138 მილიონი დოლარით.
ვალის მატების მთავარი მიზეზს წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფო ვალის სავალუტო კომპოზიცია. საქმე ისაა, რომ ვალის ორი მესამედი ევროში არის ნომინირებული, ხოლო ევრო ბოლო ორი თვის განმავლობაში გამყარების მკვეთრ ტენდენციას ინარჩუნებს. ამის გამო, დოლარში გამოსახული ვალის მოცულობაც იზრდება.
კერძოდ, მარტში საქართველოს საგარეო ვალის კალკულაციისას გამოყენებული იყო ევრო დოლარის კურსი 1.07, ხოლო უკვე აპრილში ერთი ევრო 1.14 დოლარი ღირდა, ამან კი დოლარში საგარეო ვალის ნაშთი გაზარდა.
ეს გაცვლითი კურსის სხვაობის გამო საქართველოს საგარეო ვალის ყველაზე მკვეთრ მატებას წარმოადგენს.
რაც შეეხება ვალის კომპოზიციას, საგარეო ვალის პორტფელში პირველ ადგილს იკავებს აზიის განვითარების ბანკი, რომლის მიმართაც ვალი 2.38 მილიარდ დოლარს შეადგენს. მეორე ადგილზეა მსოფლიო ბანკი 2.17 მილიარდი დოლარით, მესამეზე კი ევროპის საინვესტიციო ბანკი 1.16 მილიარდი დოლარის ვალით.
კრედიტორი | ვალის ნაშთი მილიონი დოლარი |
აზიის განვითარების ბანკი (ADB) | $2,384 მილიონი დოლარი; |
მსოფლიო ბანკის ჯგუფი | $2,171 მილიონი დოლარი; |
ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) | $1,168 მილიონი დოლარი; |
საფრანგეთი (AFD) | $827 მილიონი დოლარი; |
გერმანია (KFW) | $616 მილიონი დოლარი; |
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) | $225 მილიონი დოლარი; |
აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) | $221 მილიონი დოლარი; |
მთავრობის ვალი საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) | $183 მილიონი დოლარი; |
ევროკავშირი (EU) | $151 მილიონი დოლარი; |
იაპონია | $129 მილიონი დოლარი; |
სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD) | $39 მილიონი დოლარი; |
ევროსაბჭოს განვითარების ბანკი (CEB) | $16 მილიონი დოლარი; |
ავსტრია | $11 მილიონი დოლარი; |
ქუვეითი | $8 მილიონი დოლარი; |
ამერიკის შეერთებული შტატები | $6 მილიონი დოლარი; |
სკანდინავიური გარემოსდაცვის საფინანსო კორპორაცია (NEFCO) | $4.9 მილიონი დოლარი; |
რუსეთი | $4.0 მილიონი დოლარი; |
თურქეთი | $1.1 მილიონი დოლარი; |
ყაზახეთი | $0.6 მილიონი დოლარი; |
აზერბაიჯანი | $0.6 მილიონი დოლარი; |
სომხეთი | $0.5 მილიონი დოლარი. |