მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აპრილში თბილისში 176 მლნ დოლარის ღირებულების ბინები გაიყიდა - Galt & taggart

648052658413a
მარიამ ვარადაშვილი
07.06.23 14:23
425
აპრილში თბილისში 2,705 საცხოვრებელი უძრავი ქონება გაიყიდა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 23%-ით, წინა თვესთან შედარებით 25%-ით შემცირებული მაჩვენებელია. გასაყიდ საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე ფასის ზრდის მიუხედავად, გაყიდული ბინების შემცირებულმა რაოდენობამ მთლიანი ბაზრის თითქმის 17%-იანი შემცირება გამოიწვია და აპრილში 176.4 მლნ დოლარს მიაღწია. მაშინ, როცა მარტში თბილისში თითქმის 225 მლნ აშშ დოლარის ღირებულების საცხოვრებელი უძრავი ქონება გაიყიდა.

Galt & taggart-ის ინფორმაციითვე, საანგარიშო პერიოდში უმეტესად საშუალო ზომის [51-80 m2] საცხოვრებელი გაიყიდა. კერძოდ, გაყიდვების 45% ამ ტიპის საცხოვრებლებზე მოდის, 31% კი - პატარა ზომის სახლებზე[26 - 50m2]. გაყიდვების უმტესობა 18%-ზე მეტი კვლავ საბურთალოს რაიონზე მოდის, რომელსაც მოჰყვება დიდი დიღომი და სამგორი.

აპრილში ისევ გაიზარდა გასაქირავებელი საცხოვრებლის ფასი და წლიურმა ზრდამ 52%-ს გადააჭარბა, თუმცა მიმდინარე წლის თებერვლიდან თვიურ ჭრილში ქირის ფასი მცირდება.

Galt & taggart-ში აცხადებენ, რომ თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე 2022 წელს ძლიერი მაჩვენებლები დაფიქსირდა, რაც უკრაინაში რუსეთის ომთან დაკავშირებული მიგრანტების შემოდინების შედეგი იყო. იჯარები მკვეთრად გაიზარდა 2022 წლის აპრილიდან, რასაც მოჰყვა უძრავი ქონების ფასების ზრდა. გაზრდილი მოთხოვნის გარდა, უძრავი ქონების ფასების ზრდა ასევე განპირობებული იყო მზარდი ხარჯებით. აღსანიშნავია, რომ უძრავი ქონების ფასის და იჯარის უფრო მკვეთრი ზრდა დოლარში დაფიქსირდა, რაც ლარის გამყარებას უკავშირდება. 2023 წლის დასაწყისიდან მოყოლებული, საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა შენელდა, მაგრამ ფასები და ქირა მაღალ ნიშნულზე რჩება. მოთხოვნის მხრივ, მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქება, მყარი ლარი და გაუმჯობესებული განწყობები ხელს შეუწყობს გაყიდვებს.

ორგანიზაციის შეფასებითვე, მიწოდების მხრივ, სამშენებლო ხარჯების დასტაბილურება, მდგრადი მიწოდება და შერბილებული მოთხოვნა შეზღუდავს ფასების ზრდას, ხოლო ენერგოეფექტურობის დააანონსებული რეგულაცია ფასებზე ზრდის მიმართულებით ზეწოლას მოახდენს. კერძოდ, 1-ელი ივლისიდან ქვეყანაში ძალაში შედის ენერგოეფექტურობის მინიმალური სტანდარტები, რომელიც ყველა ახალ შენობას შეეხება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები