2026 წლის აპრილში საშუალო ზომის ბინის (50-60 კვ.მ) ქირამ კვადრატულ მეტრზე 10.0 აშშ დოლარი შეადგინა.
"გალტ & თაგარტის" უძრავი ქონების ბაზრის ყოველთვიური მიმოხილვის მიხედვით, ეს მაჩვენებელი წინა თვესთან შედარებით 0.4%-ით არის გაზრდილი, ხოლო გასული წლის აპრილთან შედარებით ($9.5) ზრდა 5.2%-ს შეადგენს.
ქირის ფასები თბილისის უბნების მიხედვით:
კვლევის მიხედვით, 2026 წლის აპრილის მდგომარეობით, ყველაზე ძვირად ღირებული ქირა ტრადიციულად ცენტრალურ უბნებში ფიქსირდება, თუმცა განსხვავებული სურათია გარეუბნებშიც. საშუალო შეწონილი ქირა 1 კვ.მ-ზე თბილისის სხვადასხვა უბანში ასე გამოიყურება:
ვაკე – $14.2
მთაწმინდა – $12.7
საბურთალო – $11.3
კრწანისი – $10.5
ჩუღურეთი – $10.0
დიდუბე – $9.9
ისანი – $9.9
ნაძალადევი – $9.6
ვაშლიჯვარი – $8.9
გლდანი – $8.6
დიდი დიღომი – $8.6
სამგორი – $8.2
მიმდინარე წლის აპრილში თბილისში უძრავი ქონების ქირის ამონაგები საშუალოდ 8.5%-ის ფარგლებში ფიქსირდება. აღნიშნული მაჩვენებელი კვლავ მნიშვნელოვნად აჭარბებს აშშ დოლარის დეპოზიტებზე არსებულ საპროცენტო განაკვეთს (რომელიც საშუალოდ 2.5%-ია), თუმცა ჩამორჩება ლარის დეპოზიტების საშუალო საპროცენტო განაკვეთს (9.8%).
საერთაშორისო ჭრილში, თბილისი უძრავი ქონების ქირის შემოსავლიანობით რეგიონში მე-3 ადგილზეა. ქალაქების მიხედვით ქირის წლიური ამონაგები ასე ნაწილდება:
1. ანკარა – 9.6%
2. ასტანა – 8.8%
3. თბილისი – 8.5%
4. ტაშკენტი – 8.1%
5. ერევანი – 6.9%
6. ბაქო / კიშინიოვი – 5.3%
7. რიგა – 4.3%
8. ბუქარესტი / სოფია – 4.2%
9. ვილნიუსი – 3.9%
10. ტალინი – 3.6%




























