დღეს "ქართული ოცნების" პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე "მაუწყებლობის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებები განიხილეს და პირველი მოსმენით მიიღეს.
"ოცნების" ერთპარტიული პარლამენტის დეპუტატმა, მარიამ ლაშხმა მომხსენებელ არჩილ გორდულაძეს სთხოვა უფრო კონკრეტულად განემარტა, რა არის ბრიტანული კანონპროექტში.
"მოდით, დავიწყებ იმით, რა არის აქ ბრიტანული. მე მინდა გითხრათ, რომ აქ ყველაფერი ბრიტანულია - ერთი მარტივი მიზეზიდან გამომდინარე: როცა თვითრეგულირების მექანიზმი იქმნებოდა, როდესაც კომუნიკაციების კომისიის შესაბამისი აქტით, კოდექსით რეგულირდებოდა საკითხები, მაშინ ზუსტადაც რომ ბრიტანული მოდელი იქნა გათვალისწინებული", - თქვა გოდულაძემ, რომელიც კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორია.
მაუწყებლებს უცხოეთიდან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღება აეკრძალებათ