მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აქამდეც ევრო-5 დიზელს ვყიდდით, ამიტომ მომხმარებელი ფასის ზრდას ვერ იგრძნობს - "ვისოლი"

63c00e1fcfc72
გიგა ბენია
13.01.23 10:33
766
2023 წლიდან საქართველოში მხოლოდ ევრო-5 სტანდარტის შესაბამისი დიზელის ტიპის საწვავის იმპორტი განხორციელდება. მთავრობის შესაბამისი დადგენილება ძალაში 1-ელი იანვრიდან შევიდა. საქმე ის არის, რომ ახალ სტანდარტზე გადასვლის შემდეგ, იმპორტიორები ქვეყანაში ევრო 4 სტანდარტის დიზელს ვეღარ შემოიტანენ. ევრო-5 სტანდარტი, რომელმაც ევრო-4 შეცვალა, ამკაცრებს მოთხოვნებს გამოყენებული საწვავის ხარისხზე, რაც შესაძლებელს ხდის, გარემოსდაცვითი უსაფრთხოება გაზარდოს და ამ ტიპის საწვავზე მომუშავე ძრავების მუშაობა გააუმჯობესოს.

კომპანია "ვისოლში" აცხადებენ, რომ ახალ სტანდარტზე გადასვლა ფასების ზრდას არ გამოიწვევს. კომპანიის გენერალური დირექტორი bm.ge-თან აღნიშნავს, რომ მცირეა იმ კომპანიების რაოდენობა, რომლებიც ევრო-4 სტანდარტის დიზელს ყიდდნენ, შესაბამისად, მათთან ფასი, შესაძლოა, მხოლოდ 5-10 თეთრით გაიზარდოს.

"მივესალმებით ევრო-5 სტანდარტზე გადასვლას. ჩვენს შემთხვევაში, უკვე წლებია , რაც ამ სტანდარტის დიზელს ვყიდით, ამიტომ "ვისოლის" მომხმარებელი ფასის ზრდას ვერ იგრძნობს. ვფიქრობ, ეს ბაზარზე დიდ ცვლილებებს არ გამოიწვევს. ზოგადად, კომპანიების დიდ ნაწილს აქამდე ისედაც ევრო-5 სტანდარტის დიზელი შემოჰქონდა. იმ კომპანიებში კი, რომლებიც ევრო-4 სტანდარტის დიზელს ყიდდნენ, ფასები 5-10 თეთრით გაიზრდება. საბოლოოდ, ახალ სტანდარტზე გადასვლას ბაზარზე გავლენა არ ექნება",- აცხადებს ვასილ ხორავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები