აქთაუში Azerbaijan Airlines-ის თვითმფრინავის ავიაკატასტროფაში 32 ადამიანი გადარჩა. განცხადება აზერბაიჯანის პროკურატურის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. ინფორმაციას Trend-ი ავრცელებს.
„აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავი Embraer 190, რომელიც ბაქო-გროზნოს რეისს ასრულებდა ყაზახეთში, ქალაქ აქთაუდან 3 კილომეტრში ჩამოვარდა. ბორტზე 62 მგზავრი და 5 ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა.
„აზერბაიჯანის ავიახაზების“ (AZAL) პრესასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის ინფორმაციით, აქთაუში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო აზერბაიჯანიდან ყაზახეთში სპეციალური მედპერსონალი და საჭირო სამედიცინო აღჭურვილობა გაიგზავნა.
„ამ დროისთვის ყაზახეთის საგანგებო-სამაშველო სტრუქტურები ოპერატიულ მხარდაჭერას უზრუნველყოფენ. ილჰამ ალიევის გადაწყვეტილების შესაბამისად, შემთხვევების გამოსაძიებლად სახელმწიფო კომისია შეიქმნა. გაიგზავნა სამედიცინო პერსონალი და საჭირო სამედიცინო დანადგარები.
ნათესავებისა და ახლობლებისთვის შექმნილია „ცხელი ხაზი“. მათ სპეციალური ფსიქოლოგიური მხარდაჭერას აღმოვუჩენთ. ინციდენტის გამოძიების შესახებ სიახლე საზოგადოებას ეცნობება“, - თქვა მან.
ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტროს ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე მყოფი აზერბაიჯანის 37 მოქალაქე იმყოფებოდა.
„წინასწარი მონაცემებით, ბორტზე აზერბაიჯანის 37 მოქალაქე, 6 ყაზახეთის მოქალაქე, 3 ყირგიზეთის მოქალაქე და 16 რუსეთის მოქალაქე იმყოფებოდა“, - ნათქვამია ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტროს ინფორმაციაში.