მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აქტიურად ვგეგმავთ კორეულ ბაზარზე მუშაობას - მაია ომიაძე

მაია ომიაძე

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე ამბობს, რომ კორეულ ბაზარზე მუშაობა აქტიურად იგეგმება. მან ამის შესახებ სეულში განაცხადა, სადაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სამხრეთ კორეაში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში SITF 2025 მონაწილეობს.

ტურიზმის ადმინისტრაციის ცნობით, აზიაში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს სტენდთან, ასევე, წარმოდგენილია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი.

ღონისძიების ფარგლებში, მაია ომიაძე მოლაპარაკებებს მართავს წამყვან ტურისტულ, მარკეტინგულ და მედია კომპანიებთან საქართველოს ცნობადობის ამაღლებისა და ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, ამათ შორისა: Lotte Tour, Hanjin Travel და Cheil Worldwide.

“სეულის ტურისტულ გამოფენაზე ვმონაწილეობთ ეროვნული სტენდით, ჩვენ შეხვედრები გვქონდა წამყვან კორეულ ტურისტულ კომპანიებთან, მედიის წარმომადგენლებთან, ინფლუენსერებთან, რომ კორეელები საქართველოს უკეთ გაეცნონ, დაინტერესდნენ და დაგეგმონ მოგზაურობა ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ ძალიან აქტიურად ვგეგმავთ, კორეულ ბაზარზე მუშაობას, რომ შევქმნათ დივერსიფიცირებული სექტორი მოგზაურებისთვის და ბევრად მეტი განსხვავებული ტურისტი ჩამოვიყვანოთ საქართველოში“, - განაცხადა მაია ომიაძემ.

ოფიციალური სტატისტიკით, გასულ წელს კორეის რესპუბლიკიდან ვიზიტები მზარდია. 2024 წელს 26 687 კორეელი ვიზიტორის ვიზიტი განხორციელდა. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში კი - 936.

საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტები სამხრეთ კორეიდან

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები