მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„აქტიურად ვმუშაობთ კოსმეტიკის წარმოებაზე“ - „რუხი დედოფალი“

63fdd09ce3e82
ნანუკა ნარიმანიძე
28.02.23 14:14
738
თაფლის მწარმოებელი კომპანია „რუხი დედოფალი“ მომხმარებელს კოსმეტიკურ პროდუქციასაც სთავაზობს. 
კომპანიის დამფუძნებელმა, თამარ კვარაცხელიამ bm.ge-სთან საუბრისას განაცხადა, რომ მიმდინარე წელს მათ ძირითად მიმართულებად სახისა და ტანის მოვლის საშუალებებზე მუშაობა იქნება.

„ეს არის სახის და ტანის მოვლის საშუალებები, რომელიც ფუტკრის პროდუქტების ბაზაზეა დამზადებული“ - ამბობს თამარ კვარაცხელია.

პროდუქციის უმეტესი ნაწილი უკვე დამზადებულია, რამდენიმე პროდუქტი კი ჩაშვებულია გაყიდვაში. მათი შეძენა თბილისის რამდენიმე მაღაზიაშია შესაძლებელი.

სამომავლო გეგმებზე საუბრისას, დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ გეგმებშია ასორტიმენტის გაფართოება და ტკბილეულის დამატებაც. ამასთან, უახლოეს მომავალში „რუხი დედოფალი“ ორ გამოფენაზე აპირებს გასვლას, რომლებიც დოჰაში გაიმართება.

ცნობისთვის, „რუხი დედოფლის“ საწარმო წალენჯიხაში მდებარეობს და ის ოთხი სახეობის თაფლს აწარმოებს. კომპანიის წლიური წარმადობა 8 ტონა თაფლია. "რუხი დედოფლის" მიერ წარმოებული თაფლი ექსპორტზე აზიის რამდენიმე ქვეყანაში გადის, მათ შორის, პროდუქტი კატარის “სპარის” ობიექტებშია წარმოდგენილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები