მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ინვესტორები ახალ ბაზრებზე გადაერთნენ" - რატომ შემცირდა ქართული თაფლის ექსპორტი?

რუხი დედოფალი

2024 წლის პირველ ნახევარში თაფლის ექსპორტი შემცირდა. კლება 69%-ია. საექსპორტო მაჩვენებლები შემცირებულია საქართველოს სამიზნე ევროპის ბაზარზეც.

"რუხი დედოფლის" დამფუძნებელი თამარ კვარაცხელია ამბობს, რომ პრობლემა გასული წლიდან დაიწყო, როცა მყიდველს გამყიდველმა სასურველი მოცულობის პროდუქტი ვერ შესთავაზა. ძირითადად აკაციის თაფლზე შექმნილმა შეუთანხმებლობამ კონტრაქტორებს პარტნიორების შეცვლის მიზეზი მისცა და ქართული ბაზარი სხვა ქვეყნის პროდუქციის ჩანაცვლდა. თამარ კვარაცხელიას შეფასებით, ქართული თაფლი ჩანაცვლდა, ადგილობრივი მწარმოებლებისთვის კი ახალი საექსპორტო ბაზრების მოძიება მარტივი პროცესი არ არის.

“წინა წელი საკმაოდ ცუდი აღმოჩნდა მეფუტკრეობისთვის, აკაციის თაფლი ვერ დავწურეთ. აღსანიშნავია, რომ 2022 წლის ექსპორტის მაჩვენებლები დამოკიდებული იყო აკაციის თაფლზე, რაც 2023 წელსაც არ შეცვლილა, რადგანაც ვერ დავაკმაყოფილეთ მოთხოვნები, ინვესტორებმა დაიწყეს სხვა ბაზრების მოკვლევა და აკაციის თაფლის სხვა ბაზრებიდან შესყიდვა. ჩვენმა კომპანიამაც თავიდან დაიწყო ბაზრების კვლევა და ინვესტორების მოძიება.

იმან, რომ მეფუტკრეობის დარგში ჩავარდნა იყო, მაჩვენებლებზე წელსაც იმოქმედა, რადგანაც ის ინვესტორებს, რომლებიც ჩვენთან თანამშრომლობდნენ, უკვე ნაპოვნი აქვთ ალტერნატიული ქვეყანა, გადართულები არიან სხვა მიმართულებით და გვიწევს, რომ ბაზრების დივერსიფიკაცია თავიდან მოვახდინოთ.” - ამბობს "რუხი დედოფლის" დამფუძნებელი თამარ კვარაცხელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები