საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა აქტივობამ 26.29% შეადგინა. ამის შესახებ განცხადება ცესკოში გამართულ ბრიფინგზე გაკეთდა.
ცესკოს ინფორმაციითვე, არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა 562 664-მა ამომრჩეველმა მიიღო. აღსანიშნავია, რომ სულ 17 მაჟორიტარულ ოლქში 2 140 210 ამომრჩეეველი იყო რეგისტრირებული.
ახლა ხმის დათვლის პროცედურები მიმდინარეობს და მას შემდეგ, რაც საუბნო შემაჯამებელი ოქმები შედგება, მათ საოლქო საარჩევნო კომისიები ცესკოს მიაწვდის და სპეციალურ ვებ-გვერდზე results.cec.gov.ge აიტვირთება.
შეგახსენებთ: ოპოზიცია 31 ოქტომბრის არჩევნების წინასწარ შედეგებს არ აღიარებს და შესაბამისად, მეორე ტურში არ მონაწილეობდა. მიუხედავად ამისა, ოპოზიციონერი კანდიდატების სახელი, გვარი და საარჩევნო ნომერი ბიულეტენში მაინც იყო.