ტელეკომპანია "რუსთვის 2-ის" ჟურნალისტი თამთა ჩიტიშვილი, რომელიც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, საპროტესტო აქციის დროს დაშავდა, სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
ტელეკომპანიის ცნობით, თამთა ჩიტიშვილს ფეხის არეში ჭრილობა აღენიშნება.
შესაძლოა, მას ქირურგიული ჩარევა დასჭირდეს.