6-7 დეკემბრის აქციაზე, ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ბექა ყორშია დააკავეს. "მთავარი არხის" ინფორმაციით, ის ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული და ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.
მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაცია და სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
პროევროპული დემონსტრაციის მე-9 ღამეს, სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები გამოიყენა. ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ადამიანი დააკავეს მშვიდობიანი დემონსტრაციის დაშლის დროს.