საქართველოში უწყვეტი პროევროპული პროტესტი გრძელდება.
პროტესტის 356-ე დღეს მოქალაქეები რუსთაველზე კვლავ შეიკრიბნენ და ამჟამად მსვლელობას მართავენ.
ისინი საპროტესტო ბანერებით, დროშებით და შეძახილებით თავისუფლების მოედნისკენ მიემართებიან.
მსვლელობის დაწყებამდე აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ დღევანდელი აქციის თემა სიმბოლურია და საქართველო-ამერიკის მეგობრობას ეხება.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, რომელიც აქციის მონაწილეებს გზის გადაკეტვის საშუალებას არ აძლევს.




























