მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აქციის მონაწილეებმა მსვლელობით რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

რუსთაველი

პროევროპული პროტესტი გრძელდება. დღეს აქცია არაერთ ლოკაციაზე მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა, მსვლელობით გადაკეტეს რუსთაველის გამზირი და რესპუბლიკის მოედნისკენ მიემართებიან. პროტესტს არაერთი სფეროს და კომპანიის წარმომადგენლები უერთდებიან. ამჟამად რუსთაველის გამზირზე ერთობლივ მსვლელობაში მონაწილეობენ IT, HR, ფინანსური სფეროების წარმომადგენლები, ტრენერები და ა.შ.

ამასთან, აქცია გაიმართა ტექნოპარკთანაც, სადაც სტარტაპები 12:00 საათზე შეიკრიბნენ. "აწარმოე საქართველოში" ოფისთან კი მცირე ბიზნესები მივიდნენ.

რაც შეეხება დღის განმავლობაში დაგეგმილ სხვა აქციებს, მათი სია ასეთია:

  • 14:30-ზე მარკეტერების, PR სპეციალისტების და სრულიად შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლების მსვლელობა ვაკის პარკის მთავარი შესასვლელიდან პარლამენტისკენ იგეგმება.
  • 17:00 საათზე - „ქართული ღვინის ადგილი ევროპაშია!“ - ამ გზავნილით მევენახეები, მეღვინეები - მცირე, თუ დიდი მარნების წარმომადგენლები, სომელიეები, ღვინის კრიტიკოსები, ღვინის გიდები, ღვინის ბარებისა და მაღაზიების თანამშრომლები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეიკრიბებიან.
  • 17:00 საათზე - იურისტები დღეს უზენაეს სასამართლოსთან აქციას აანონსებენ.
  • 19:00 საათზე - ბათუმელი მეზღვაურები საპროტესტო მარშს აანონსებენ. მარში 19:00 საათზე, ევროპის მოედნიდან დაიწყება.
  • 19:00 საათზე - საქართველოს ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო კულტურის სცენა სოლიდარულ მარშს აანონსებს.
  • 20:00 საათზე - თბილისში ფსიქოლოგების მარში გაიმართება. შეკრება რესპუბლიკის მოედანზე დაიწყება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები