მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აქციზი ღარიბების დაბეგვრაა - ალექსანდრე რაქვიაშვილი

რაქვიაშვილი
04.09.24 19:12
1338

პარტია "გირჩის" წევრის, დეპუტატ ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით აქციზის გადასახადიწ ცვლილება პირველ რიგში ყველაზე ღარიბი მოსახლეობის დაბეგვრის მატებას წარმოადგენს. მისი თქმით, 1-2 ლარით თამბაქოს ნაწარმის გაძვირება უფრო მეტად დაბალშემოსავლიანი მოქალაქეების ჯიბეეზე მოქმედებს ვიდრე მაღალშემოსავლიანი მოქალაქეების განკარგვად შემოსავლებზე.

"რამდენმა კანონმა გაიარა ან შეიძლებოდა გაევლო ქრისტიანობის ფილტრი? მაგალითისთვის, არის თუ არა, ქრისტიანული ღარიბების დაბეგვრა მდიდრების სასარგებლოდ? მე არ მგონია, რომ რომელიმე ადამიანმა, ვინც რამე იცის ქრისტიანობაზე იტყოდა, რომ მოდით ღარიბებს ფული წავართვათ და მდიდრებს მივცეთ... ეს ხომ არასდროს არ გაგიგიათ. მაგრამ რა არის აქციზი? აქციზი სიგარეტზე იქნება თუ ბენზინზე ღარიბების დაბეგვრაა, იმიტომ რომ 1-2 ლარით რომ გაძვირდეს სიგარეტი ამას ხომ მდიდარი ვერ იგრძნობს, ღარიბისთვის ეს მნიშვნელოვანია. იგივეა ბენზინზე. რა არის ინფლაციური გადასახადი? ვისთვის არის მნიშვნელოვანი, როცა პური და ზეთი ძვირდება, მდიდარი ადამიანისთვის თუ ღარიბისთვის? მით უმეტეს თუ გაითვალისწინებთ, რომ ინფლაცია რის გამოც ჩნდება, ანუ ფულის ბეჭვდის გამო, მერე ამით სუბსიდირდება საბანკო სისტემა - ყველაზე მდიდარი ნაწილი ჩვენი საზოგადოების - ან მთავრობაში მიდის,"- განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-ივლისში საქართველოს ბიუჯეტში თამბაქოს აქციზიდან მიღებული თანხა რეკორდული ტემპით, 44%-ით გაიზარდა და 745 მილიონ ლარს მიაღწია. წინა წელთან შედარებით აღნიშნული თანხა 228 მილიონი ლარით მეტია.

რაც შეეხება აქციზს ბენზინსა და დიზელზე, იანვარ-ივლისში საქართველოს მთავრობამ საწვავის აქციზიდან 372 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წელთან შედარებით 46 მილიონი ლარით, ანუ 14%-ით არის გაზრდილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები