მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აქვს თუ არა საქართველოს იაპონური ბიზნესების მიღების შანსი? – იაპონიის ელჩის პასუხი

5f2b904d1ef99
თამთა ჯიჯავაძე
06.08.20 09:40
923
საქართველოს აქვს დიდი შესაძლებლობა, რომ ახლა მიიღოს იაპონური ბიზნესები, – ამის შესახებ იაპონიის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ტადაჰარუ უეჰარამ BMG-სა და Forbes Georgia-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, იაპონური კომპანიებისთვის სამხრეთ აზიური ქვეყნები საკმაოდ ნაცნობია, ამიტომაც ზოგიერთი ფიქრობს, წარმოების ნაწილის იქ გადატანაზე, თუმცა ელჩის თქმით, ისინი მიესალმებიან ახალ შესაძლებლობებსაც, როგორიცაა მაგალითად საქართველო.

„ნამდვილად ვისურვებდი, რომ ქართულმა კომპანიებმა შესთავაზონ კონკურენტული წინადადებები იაპონურ კომპანიებს. ეს კარგია ქართული კომპანიებისთვისაც. თუ ქართული კომპანიები მონაწილეობას მიიღებენ მიწოდების ქსელში, ვფიქრობ, ეს უდიდესი შესაძლებლობა იქნება ქართული ბიზნესისთვის, რათა კიდევ უფრო გაიზარდოს მათი კონკურენტუნარიანობა“, – განაცხადა იაპონიის ელჩმა.

შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ იაპონიის მთავრობამ განაცხადა, რომ აპირებს $2.2 მლრდ-ის მობილიზებას ჩინეთიდან იაპონური ბიზნესების გამოყვანის მიზნით.

„რისკების მართვის თეორია გვეუბნება, რომ არ ჩავდოთ ყველა კვერცხი ერთ კალათში. ამ სტრატეგიას იაპონიაში დიდი ხანია განიხილავენ. ეს უცებ არ მომხდარა. ჩვენ ვხედავთ, რომ იაპონური ბიზნესების ჩინეთში აკუმულირება მართლაც ძალიან დიდია. ამიტომაც მიწოდების ქსელის მენეჯმენტს ესაჭიროება დივერსიფიცირება - ლოგისტიკის ცენტრის და ასევე წარმოების ობიექტების გადანაწილება, რამდენადაც ეს შესაძლებელია. მე არ ვამბობ, რომ ჩინეთს პრობლემა აქვს. ჩვენ უდიდესი ბიზნეს კავშირები გვაქვს ჩინეთთან. სწორედ ამიტომაც აღმოვაჩინეთ ერთ დღეს, რომ იაპონური ბიზნესების აკუმულაცია ჩინეთში უზარმაზარია“, – განაცხადა ელჩმა. მისივე თქმით, იაპონური ბიზნესების ერთ ქვეყანაში თავმოყრა არ არის რისკების მართვის თვალსაზრისით კარგი იდეა.

ტადაჰარუ უეჰარას თქმით, სწორედ ამიტომაც გადაწყვიტა იაპონიამ წარმოებებისა და ლოგისტიკური ცენტრების ჩინეთიდან ნაწილობრივ გატანა , – „ამ მხრივ ერთ-ერთი შესანიშნავი იდეაა ამ წარმოებების ისევ იაპონიაში დაბრუნება, როგორც რეპატრიაცია“, – დასძინა ელჩმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები