მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აქვთ თუ არა მისო-ებს შესაძლებლობა, რომ უფრო დაბალპროცენტიანი სესხები გასცენ? - ასოციაციის შეფასება

მისო

საქართველოში სესხების გაძვირების ტენდენცია გრძელდება. მიმდინარე წლის ივლისში საშუალო საპროცენტო განაკვეთმა 13.5% შეადგინა, ეს მაშინ, როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში აღნიშნული მაჩვენებელი 12.9%-ს შეადგენდა. უფრო მკვეთრად, 1.2 პროცენტული პუნქტითაა გაძვირებული ლარის სესხები, რომელთა საშუალო საპროცენტო განაკვეთმა ივლისში 15.7%-ს მიაღწია.

კითხვაზე რა ტენდენციებია საპროცენტო განაკვეთებთან მიმართებით მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სექტორში, დარგობრივი ასოციაციის თავმჯდომარე გვპასუხობს, რომ ამ კუთხით მდგომარეობა მისო-ების ბაზარზე განსხვავებულია. მისი თქმით, საოპერაციო ხარჯების დანახარჯების ოდენობა თითოეულ გაცემულ სესხთან მიმართებით კლებადი ტენდენციით ხასიათდება და საპროცენტო ხარჯების ნაწილიც კლებადია, შესაბამისად, სექტორს აქვს შესაძლებლობა მომხმარებლებს უფრო მეტად იაფი და კონკურენტული პროდუქტები შესთავაზოს.

“საპროცენტო განაკვეთებთან მიმართებით მიკროსაფინანსო სექტორში, ბანკებისგან განსხვავებული ტენდენციაა. ბოლო ხუთი წელია ჩვენ ვუყურებთ წლიდან წლამდე დაბანდების შემცირებას. ეს არის გაცემული სესხების შემოსავლიანობა პორტფელზე. თუ მაგალითად, წინა წელი მიკროსაფინანსო სექტორმა დახურა დაახლოებით 24-25%-იანი დაბანდებით, 2025 წელს ეს უკვე 23%-ზეა შემცირებული. მნიშვნელოვანი კლება არის იმის ფონზე, რომ სხვა ხარჯვითი ნაწილის გაუმჯობესება ისე მნიშვნელოვნად არ მომხდარა სექტორში. ეს გარკვეულწილად მიუთითებს სექტორის ეფექტურობის ზრდაზე, მაგალითად, საოპერაციო ხარჯების დანახარჯების ოდენობა, თითოეულ გაცემულ სესხთან მიმართებით კლებადი ტენდენციით ხასიათდება და საპროცენტო ხარჯების ნაწილიც კლებადია. ეს, ვფიქრობ, პირველ რიგში, მთავარი წინაპირობაა საიმისოდ, რომ სექტორს კიდევ უფრო მეტი რესურსი ჰქონდეს და კიდევ უფრო მეტად გააიაფოს სესხი, გახდეს უფრო კონკურენტული. შესაბამისად, ახალ ნიშაში, 200 000-ლარიან სესხებში, გასცეს უფრო კონკურენტული პროდუქტები", - ამბობს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის თავმჯდომარე ნინო დევდარიანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები