მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება ოპერატორი, ვინ - ინვესტორი, დედაქალაქს სასწრაფოდ ახალი აეროპორტი სჭირდება - ზაქარაძე

თეა ზაქარაძე
02.10.24 11:23
480

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე მიიჩნევს, რომ მგზავრთნაკადის ზრდის ფონზე, საქართველოს დედაქალაქს ახალი აეროპორტი მალე დასჭირდება, რადგანაც არსებული აეროპორტის გაფართოების რესურსი პრაქტიკულად ამოწურულია. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა.

თეა ზაქარაძის შეფასებით, საქართველო მსოფლიო ბაზარზე საკმაოდ კარგად პოზიციონირებს და ქვეყნისადმი გაზრდილი დაინტერესების ფონზე მგზავრთნაკადი მოიმატებს და ასეთ დროს გამტარუნარიანობის პრობლემა არ უნდა წარმოიქმნას.

„თბილისს ახალი აეროპორტი სასწრაფოდ სჭირდება. ჩვენ რაც არ უნდა ვეცადოთ და ინვესტიციები განვახორციელოთ, შენობა არის შენობა და კედლებს ვერ გადასწევ. შესაბამისად, აუცილებელია, გადაწყვეტილებები სწრაფად მიიღონ. არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება ოპერატორი, ვინ იქნება ინვესტორი, ქვეყანას და დედაქალაქს სასწრაფოდ სჭირდება აეროპორტი, იმიტომ რომ არის მგზავრთნაკადის საკმაოდ მკვეთრი ზრდა. ინფრასტრუქტურა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვან კომპონენტი. ეს არის ნომერ პირველი, რაც უნდა გაკეთდეს.

ჩვენ საკმაოდ კარგად ვართ წარმოდგენილები მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ტურიზმის კუთხით და მონაწილეობას ვიღებთ სხვადასხვა გამოფენებსა თუ შეხვედრებში. რაშიც ცხადია საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაცია საკმაოდაა ჩართული და ჩინეთი არის ახალი ბაზარი. ის საკმაოდ სპეციფიკური ბაზარია და შესაბამისადაც, სპეციფიკურ მიდგომებსაც საჭიროებს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უკვე ოპერირებს China Southern Airlines-ი, ხოლო AIR China იწყებს ფრენების შესრულებას და ასევე ორ კარგი ავიაკომპანიასთან გაქვს მოლაპარაკებები და უცებ, რომ 3-4 ავიაკომპანია შემოვიდეს და უფრო მკვეთრი ზრდა, რომ დაფიქსირდეს ვფიქრობ, გამტარუნარიანობის პრობლემა შეიქმნება“, - ამბობს თეა ზაქარაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები