"ეკონომიკური ზრდის შემცირების არანაირი წინაპირობა არ არსებობს“, - ამის შესახებ მედიას კომპანია „რედიქსის“ დამფუძნებელმა ლაშა პაპაშვილმა განუცხადა.
ბიზნესმენი აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის მიუხედავად, ცხოვრება გრძელდება და საქართველო, სხვა ქვეყნების მსგავსად, რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებს აგრძელებს.
„მგონია, რომ ეკონომიკური ზრდა გაგრძელდება. არანაირი წინაპირობა, რომ შემცირდეს, არ არის. გეოპოლიტიკური მოვლენები ერთი მხრივ ტრაგედიაა, თუმცა ცხოვრება გრძელდება და ლოგისტიკაზე უდიდესი მოთხოვნაა. ყველა მხრიდან დაკეტილია, მაგრამ ვხედავთ, რომ არ არის ქვეყანა, რომელიც რუსეთთან არ ვაჭრობს, აზიის იქნება ეს თუ სხვა ქვეყნები, მათ შორის ჩვენც გვიწევს; <რუსეთი> თუნდაც ბურღულეულის ერთადერთი ექსპორტიორია“, - განაცხადა პაპაშვილმა.




























