PMC კვლევითი ცენტრის დირექტორი მიიჩნევს, იმ დროს, როდესაც ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები ეკონომიკაზე ახდენს გავლენას და ეს ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასის ვარდნაზე ასახვით დაიწყო, ქართველმა ბიზნესმენებმა წუხილები ღიად უნდა დააფიქსირონ. BM.GE-სთან საუბრისას გიორგი ხიშტოვანი ამბობს, რომ ეს საკითხები საჯაროდ უნდა განიხილონ.
„ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ ბიზნესმა უფრო მეტად ღიად დააფიქსიროს წუხილები, რომლებიც, როგორც ვიცი, დიდ ნაწილს გააჩნია. ეს ელემენტიც საჯარო განხილვების საგანი უნდა გახდეს. აქამდე ჩვენ პროცესების პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ ელემენტებს ვაქცევდით ყურადღებას, დღევანდელი ვითარება კარგი შეხსენებაა, რომ არ არსებობს პოლიტიკური კატაკლიზმები, რომელსაც ეკონომიკური კატაკლიზმები არ მოჰყვება. შესაბამისად, ბიზნესი ამას ძალიან კარგად გრძნობს.
ვხედავთ და ვიცით, რომ ცალკეული ბიზნესები შეიძლება წნეხის ქვეშ მოექცნენ, ამიტომ საჭიროა პროცესების დაძვრა, ვისურვებდი, რომ არ წუხილებზე ბიზნესის წარმომადგენლებმა უფრო მეტად ისაუბრონ“, - განაცხადა ხიშტოვანმა.