მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„არ არსებობს რეგულაცია სილამაზის სალონის გახსნის სტანდარტებთან დაკავშირებით“ - სალონების ფედერაცია

609c1d7166ab9
ნუცა ბაზლიძე
13.04.21 23:20
1204
„არ არსებობს ელემენტარული რეგულაცია, როგორ და რა სტანდარტების დაცვით უნდა გაიხსნას სილამაზის სალონი“ - ამის შესახებ გადაცემა „ქალების ნარატივის“ ეთერში სალონების ფედერაციის პრეზიდენტმა თამარ შარაშენიძემ განაცხადა. 

მისი განმარტებით, მათ, ვინც ობიექტის მოწესრიგებულად გახსნის სურვილს გამოხატავენ, ფედერაცია ვერ აკვალიანებს, რადგან ასეთი რეგულაცია უბრალოდ არ არსებობს. 

„გვინდა, რომ ვიყოთ ევროპის წევრი, ხელი მოწერილია ასოცირების ხელშეკრულებაზე, მივილტვით იმისკენ, რომ ვიყოთ მოწესრიგებული ქვეყანა, მაგრამ რეალობა ისაა, რომ ეს რეგულაცია არ გვაქვს“, - აღნიშნავს თამარ შარაშენიძე. 

გადაცემაში მან ასევე ისაუბრა იმაზეც, რომ პირველი „ლოქდაუნის“ შემდეგ გააქტიურდა სტილისტების ე.წ. ბინებზე ვიზიტები, რაც თავის, მხრივ, ინფექციების გავრცელების საფრთხეს ქმნის. 

„რამდენიმე ობიექტი გარკვეული გამოწვევების გამო დაიკეტა; ფედერაციამ ამ სალონებში დასაქმებულებს მივმართეთ, რომ მათ უმუშევრად არ დავტოვებდით, დავასაქმებდით, მაგრამ გამოვიდა ისე, რომ მათგან გამოხმაურება არ მიგვიღია, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მათ ბინებზე მომსახურება არჩიეს; ასეთ დროს კი, წესების დაცვის საკითხი უკონტროლოა“, - განმარტავს სალონების ფედერაციის პრეზიდენტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები