მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"Facebook ყოველთვის იყენებდა და გამოიყენებს ინფორმაციას, რომელსაც ვაწვდით, ამ კუთხით არანაირი სიახლე არაა" - იურისტი ვირუსულად გავრცელებულ დეზინფორმაციაზე

facebook

სოციალურ მედიაში ვირუსულად გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც თითქოს "ფეისბუკს" შემოაქვს ახალი წესი, რომლითაც მომხმარებლების კონფიდენციალურობის პირობას არღვევს და ჩვენი პერსონალური მონაცემები მარტივად ხელმისაწვდომი გახდება. ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით, მომხმარებლებისთვის ვრცელი განმარტება გააკეთა ინფორმაციული ტექნოლოგიების იურისტმა, მარიამ შარანგიამ. როგორც მან განმარტა, Facebook ყოველთვის იყენებდა და გამოიყენებს ინფორმაციას, რომელსაც ჩვენ ვაწვდით და ამ კუთხით არანაირი სიახლე არაა.

"მინდა გამოვეხმაურო საქართველოში Meta-ს პროდუქტების (Facebook, Instagram, Whatsapp) წესების და პირობების შეცვლის შესახებ არსებულ აჟიოტაჟს. 20-მდე პოსტი შემხვდა ამ დეზინფორმაციის ირგვლივ საკმაოდ უდროო დროს და რადგან ეს სფერო არის ჩემი პროფესია, მინდა ყველა თაობის ადამიანისთვის გასაგებ ენაზე ავხსნა.

Facebook ყოველთვის იყენებდა და გამოიყენებს ინფორმაციას, რომელსაც ჩვენ ვაწვდით, არანაირი სიახლე ამ კუთხით არ შესულა, ჩემი სამსახურებრივი მოვალეობიდან გამომდინარე ყოველთვის ვფლობ ინფორმაციას დიდი პლაtფორმების მიერ შეტანილ ცვლილებებზე და გარდა ამისა, ჩემითაც მოვიკვლიე საკითხი და ახალს ვერაფერს წავაწყდი. ნებისმიერი პლაtფორმა იყენებს ჩვენს პერსონალურ მონაცემებს, განსხვავება იწყება იქ, თუ რა მონაცემი (სახელი, გვარი, მეილი და აშ.) მუშავდება და რა საფუძველს ეყრდნობა (თანხმობა, ხელშეკრულების პირობები, ლეგიტიმური ინტერესი და აშ.).

Facebook იყენებს ზოგ პერსონალურ მონაცემს ჩვენი თანხმობის საფუძველზე, როცა ვრეგისტრირდებით, ნაწილს კი შემდგომში სხვადასხვა საფუძვლით, მაგალითად, ლეგიტიმური ინტერესი, რა დროსაც პლატფორმა აცხადებს, რომ ბალანსი ინტერესებს შორის დაცულია და მისი მხრიდან ამა თუ იმ მონაცემის გამოყენება გადის ლეგიტიმურობის სამშრიან ტესტს (მიზანი, საჭიროება, ბალანსი).

Facebook იყენებდა და იყენებს მონაცემებს, რაც გაუზიარეთ რეგისტრაციის დროს (რაც მოიცავს თქვენს სახელს, გვარს, პაროლს, მეილს, გენდერს, დაბადების თარიღს და აშ): ინტერაქცია (ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა რეკლამას უყურეთ, რა დროით, მოგეწონათ თუ არა, დააპაუზეთ თუ არა და აშ); უშუალოდ მიმოწერა end-to-end encypted (ანუ კონფიდენციალური) არის, თუმცა Metadata-ზე აქვთ წვდომა, ანუ მაგალითად, რა დროს გაიგზავნა მესიჯი ან რა სახის ტექსტი თუ ხმოვანი. 2023 წლის იანვარში ირლანდიის პერსონალურ მონაცემთან კომისარმა Meta დააჯარიმა 390 მილიონი ევროთი იმის გამო, რომ რეკლამის განთავსებისას ხდებოდა ისეთი პერსონალური მონაცემის გამოყენება, რომელიც დაფუძნებული იყო წესებსა და პირობებზე და არა ღიად გაცხადებულ თანხმობაზე. ამიტომაც ნუ შეგეშინდებათ მსგავსი ცვლილების, რადგან Facebook-მა რომც შეცვალოს რაიმე, მარეგულირებლები არიან ჩასაფრებული.

უნდა იცოდეთ: თქვენი უფლებები, რომ თქვენ გაქვთ ინფორმაციის წაშლის უფლება, თქვენი ინფორმაციის მოთხოვნის უფლება, მასზე წვდომის უფლება და აშ. აგრეთვე მეეჭვება ეს აჟიოტაჟი ამას ეხებოდეს, თუმცა, თუ გსურთ, რომ Meta-მ არ გამოიყენოს თქვენი მონაცემები Generative AI - გენერირებული ხელოვნური ინტელექტისთვის, გაქვთ უფლება მიმართოთ და წაშლიან მონაცემს, თუმცა აქაც უნდა გაითვალისწინოთ, რომ წაიშლება მხოლოდ Meta-ს მიერ ამოკრეფილი საჯარო ინფორმაციები თქვენზე ან სხვადასხვა კომპანიებისგან ნაყიდი თქვენს შესახებ ინფორმაციები.

იმისთვის, რომ არ ვაზიაროთ დეზინფორმაცია, ყოველთვის გადაამოწმეთ ფაქტები, დააკვირდით შინაარსს, მაგალითად რამდენად სარწმუნოა ის ფაქტი რომ საკუთარ პროფილზე ტექსტის ქართულად ან თუნდაც ინგლისურად დადებით ვაცხადებ თანხმობას ან უარს რაიმე სერვისზე", - წერს იგი.