მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არ დაველოდებით ინვესტორის შემოსვლას, ანაკლიის მშენებლობას წელსვე დავიწყებთ - პრემიერი

63f34f0361b80
შოთა ტყეშელაშვილი
20.02.23 14:49
933
მთავრობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას ინვესტორის გარეშე დაიწყებს - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, პარალელურად, ეკონომიკის სამინისტრო საერთაშორისო ტენდერის გამოცხადებისთვის პროცედურებს ამზადებს.

“დღეს ჩვენ დავიწყებთ ოფიციალურ მოქმედებას, რაც უკავშირდება ანაკლიის პორტის მშენებლობას. ეკონომიკის სამინისტრო ამზადებს შესაბამის პროცედურებს. ჩვენი გადაწყვეტილება შეგახსენებთ, რომ 51% პროექტის იქნება ჩვენი საკუთრება. 49%-ზე ჩვენ გამოვაცხადებთ საერთაშორისო ტენდერს და მოვიწვევთ პოტენციურ ინვესტორებს. ჩვენ არ დაველოდებით მათ შემოსვლას, ჩვენ დავიწყებთ წელს სამუშაოებს. ჩვენი ამოცანაა, რომ დავიწყოთ ანაკლიის პორტის მშენებლობა. გრძელდება მაგისტრალებისა და გზების მშენებლობა, აეროპორტებისა და სხვა ინფრასტრუქტურის გაფართოებაზეც აქტიურად ვმუშაობთ,”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ჯერჯერობით უცნობია რა სახსრებით გეგმავს მთავრობა პორტის მშენებლობის ხარჯების დაფინანსებას, რადგანაც 2023 წლის ბიუჯეტში მსგავსი ჩანაწერი გათვალისწინებული არაა.

საქართველოს მთავრობამ ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან პორტის მშენებლობის გენერალური შეთანხმება 2020 წლის იანვარში, ცალმხრივად გაწყვიტა, რასაც კონსორციუმისა და მისი ინვესტორის, ბობ მეიერის მხრიდან საერთაშორისო საარბიტრაჟო დავის დაწყება მოჰყვა. აღნიშნული დავებით მოთხოვნილი კომპენსაცია 1.5 მილიარდ დოლარს აჭარბებს.

მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ ხელშეკრულების გაწყვეტა მთავრობის მხრიდან პროექტის წინააღმდეგ წლების განმავლობაში გადადგმულმა დესტრუქციულმა ნაბიჯებმა განაპირობა, რამაც პორტის მშენებლობის განვითარების შეფერხება გამოიწვია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები