„მე არასდროს დავუშვებ, ვინმემ ჩათვალოს, რომ კულტურის სამინისტრო არის გარკვეული კარადა, სადაც შეგიძლია შეალაგო ყველაფერი ის, რაც შენ თვითონ არ გჭირდება, ან მოიყვანო კადრები მხოლოდ იმიტომ, რომ შენი მეზობლის საცოლეა“, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა გადაცემა "ქალების ნარატივში" განაცხადა.
ხოლო კითხვაზე, არიან თუ არა სამინისტროში უკვე ასეთი კადრები, მინისტრმა უპასუხა, რომ ჯერ გადაარჩევს და ამას მერე იტყვის.
კულტურის მინისტრმა სამინისტროში დაგეგმილ საკადრო ცვლილებებზეც ისაუბრა.