მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

არ გადადოთ ვაქცინაცია. ორჯერ აცრის შემთხვევაში კი - ბუსტერ-დოზის მიღება - NCDC-ის რჩევები

61d17c325d273
თელარა გელანტია
02.01.22 14:18
3471
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი საზოგადოებას ახალ წელს ულოცავს და კიდევ ერთხელ მოუწოდებს ვაქცინაციისა და covid-რეგულაციების დაცვისკენ.

NCDC-ის რეკომენდაციებს bm.ge უცვლელად გთავაზობთ:

ჩვენს ქვეყანაში შობა-ახალი წლის აღნიშვნას განსაკუთრებული ტრადიცია აქვს.
ჩვენი საყვარელი ადამიანების სიცოცხლის დასაცავად წელს, როგორც არასდროს საჭიროა მეტი სიფრთხილე გამოვიჩინოთ;

როდესაც ქვეყანაში COVID-19-ის შემთხვევების რაოდენობა და ახალი შტამი მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს, აუცილებელია დავიცვათ ყველა ის რჩევა, რომელსაც ჯანდაცვის სპეციალისტები გვიზიარებენ:

1. მობილობა ზრდის COVID-19-ით ინფიცირების და გავრცელების რისკს. შესაბამისად, სასურველია სადღესასწაულო დღეებში მაქსიმალურად შეამციროთ გადაადგილება და სოციალური აქტივობა.
2. სადღესასწაულო უქმეების დროს მოერიდეთ ფართომასშტაბიან სოციალურ ღონისძიებებს. ერთმანეთთან დაიცავით სულ მცირე 1 მეტრის დისტანცია.
3. ატარეთ პირბადე და დაიცავით ხელის ჰიგიენა.
4. შეამცირეთ დახურულ შენობაში გატარებული დრო და ხშირად გაანიავეთ საერთო სივრცე.
5. არ გადადოთ ვაქცინაცია. ორჯერ აცრის შემთხვევაში კი გახსოვდეთ, ბუსტერ დოზის აუცილებლობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები