„პროკრედიტ ბანკის“ გენერალური დირექტორი, ალექსი მატუა გადაცემა „ანალიტიკას“ ეთერში საუბრისას აღნიშნავს, რომ არ აქვს მოლოდინი იმისა რომ 2025 წელს ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს შეამცირებს.
2024 წლის მაისიდან მოყოლებული სებ-ის რეფინანსირების განკვეთი 8%-ს შეადგენს, ხოლო ბოლო ერთი წლის განმავლობაში ინფლაცია მიზნობრივ 3%-ზე დაბლა იყო, თუმცა უკვე 2025 წლის თებერვლიდან ინფლაცია 3%-იან ნიშნულს დაუახლოვდა, ხოლო სებ-ის მოლოდინით მომდევნო თვეების განმავლობაში ინფლაციამ 3%-ს შეიძლება გადააჭარბოს კიდეც. აღნიშნულიდან გამომდინარე ალექსანდრე მატუა პროგნოზირებს, რომ სებ-ი წელს განაკვეთს არ შეამცირებს.
“იანვარში ინფლაცია გვქონდა დაბალი, თუმცა თებერვალში უკვე მიზნობრივზე, თითქმის 3%-ზე იყო ინფლაციის მოცულობა. მოლოდინი რომ მოხდება მიმდინარე წელს ამის შემცირება არ მაქვს, ამ გადმოსახედიდან რომ ინფლაციის დონე მზარდია, რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას არ უნდა ველოდოთ,“- აღნიშნავს ალექსანდრე მატუა.