მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„არ გვყავს მხარჯველ უნარიანი ტურისტები, რის გამოც სასტუმროებში ფასები ვერ იზრდება“ - ჩეხერია

ვალერი ჩეხერია

Rooms Hotel-ის აღმასრულებელი დირექტორის ვალერი ჩეხერიას თქმით, მიმდინარე სეზონზე სასტუმრო ინდუსტრიაში ოთახების ჭარბი რაოდენობაა. როგორც მან „საქმიანი დილის“ ეთერში საუბრისას აღნიშნა, არასაკმარისი მოთხოვნიდან გამომდინარე სასტუმროები ფასების 2019 წელს არსებულ ნიშნულს ჯერ კიდევ არ დაბრუნდებიან.

„მიუხედავად იმისა, რომ სასტუმრო კლასით შეიძლება მაღალი იყოს, ფასი არ არის შესაბამისი. მოთხოვნა რომ იყოს, მაშინ ფასი აუცილებლად გაიზრდებოდა, რადგან ვერ ვუბრუნდებთ იმ ნიშნულს, რაც პანდემიამდე გვქონდა, ეს იმას ნიშნავს რომ მიწოდება უფრო მაღალია, ვიდრე მოთხოვნა. ფასი ვერ იზრდება მაღალი კატეგორიის სასტუმროებზე და ეს ეფექტი შემდეგ იგრძნობა 3 და 4*-ზეც. 5*-იანი თუ ვერ ყიდის იმ ფასად რა ფასადაც უნდა ყიდდეს, შესაბამისად ეს ყველა რგოლს ეტყობა. ამის მიზეზია ის, რომ არ გვყავს მხარჯველ უნარიანი სტუმრები. მეორე მხრივ მიზეზია ის, რომ შიდა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა არის განსავითარებელი. ტურისტმა არ უნდა დაკარგოს 8 საათი სვანეთში წასასვლელად, 5-6 გუდაურისთვის დ ა.შ.“

წელს კარგი სტარტი იყო ამინდის მხრივ, რამაც მთის სასტუმროები დატვირთვა. კარგად მივდივართ თბილისშიც. იმედი გვაქვს, ეს ის წელი იქნება, რომელიც მომავალი წლისთვის ფასის გაზრდისთვის მოგვამზადებს. ველოდებით უკვე ზაფხულის სეზონს, კარგი ჯავშნები შემოდის ისრაელიდან, რამდენიმე ახალი პირდაპირი რეისიც ემატება, რის შედეგსაც უკვე ვხედავთ,“ - განაცხადა ჩეხერიამ.

BMG-თან საუბრისას ვალერი ჩეხერიამ ინდოეთის ბაზარზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დიდ ნაწილს პრობლემები აქვთ ვიზის აპლიკაციის შევსების ნაწილში, მის გამარტივებაზე კი სექტორი სახელმწიფოსთან ერთად მუშაობს.

„გვყავს რეგიონებში მაღალ გადამხდელუნარიანი ჯგუფები ინდოეთიდან რომლებიც მოდიან დიდი ღონისძიების, მათ შორის ქორწილის გასაკეთებლად რაც დიდი შემოსავალია სასტუმრო ბიზნესისთვის, თუმცა პრობლემები აქვთ ვიზის აპლიკაციის შევსების პროცესში. თუ არასწორად არის ვიზის აპლიკაცია შევსებული, მერე უკვე ავტომატურად იღებენ უარს. ამიტომ ჩვენც ვისაც ეს მიმართულება გვაინტერესებს ადგილობრივ ტურისტულ ორგანიზაციებთან ვმუშაობთ, ყოველდღიური შეხვედრები და მიმოწერა გვაქვს სახელმწიფოსთან და საკონსულოსთან, რომ ეს საკითხები იყოს მოგვარებული, გამარტივდეს აპლიკაციის მხარე და ვიცი რომ ამაზეც მიდის მუშაობა,“ - განაცხადა ჩეხერიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები