მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ევროპელი ტურისტების სიმცირის გამო ბევრს ვკარგავთ“ - ჩეხერია

რუმს ჰოტელი

Rooms Hotel-ის აღმასრულებელი დირექტორი ვალერი ჩეხერია მიმდინარე ტურისტულ სეზონს აჯამებს და ამბობს, რომ წელს ქვეყანაში ევროპელი ტურისტების სიმცირეა, რაც ბიზნესს განვითარების რესურსს უკარგავს.

როგორც ჩეხერიამ გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას განაცხადა დაბალ გადამხდელუნარიანი ვიზიტორების ზრდის გამო სასტუმროებში წლიურად ფასები 2019 წლიან ნიშნულს ამ დრომდე არ დაბრუნებია.

„წელს ამინდის თვალსაზრისით კარგი სეზონი გვაქვს, გუდაური დატვირთულია და ყაზბეგი ამის მაჩვენებელია, საკმაოდ დატვირთულია ბაკურიანიც, თუმცა ყველაზე მეტი ქართველი მოგზაურია, რაც იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტი ტურისტი გვჭირდება.

ყველაზე მეტი სტუმარი ჩვენ გვყავს გერმანიიდან და ავსტრიიდან, თუმცა ძალიან აქტიურად გამოჩნდნენ ინდოელი მოგზაურებიც, რომლებიც მაღალ გადამხდელუნარიანები არიან და უყვართ მთის კურორტებზე დასვენება. ასევე ტაილანდელები, რომლებსაც ქალაქში ვერ შევხვდები, მაგრამ რეგიონებში მოდიან. თუმცა ესენი არიან ტურისტები, რომელიც პრეტენზიას არ გიყენებენ, ევროპელი ტურისტი კი კარგია, რადგან სტანდარტის მაღალ დონეზე ნერგავს და მეტად ცდილობ განვითარდე. მათი ჩამოუსვლელობით ბევრ რამეს ვკარგავთ და პირველ რიგში იმას, რომ წლიურ საშუალო ფასს, რომელიც 2019 წლამდე გვქონდა, ჯერ კიდევ ვერ დავუბრუნდით. ვერ დავუბრუნდით იქიდან გამომდინარე, რომ არ გვყავს ბევრი მაღალ გადამხდელუნარიანი სტუმარი და ვინც ჩამოდის იმას არ უნდა ის ფასი, რომელიც 2019 წლამდე იყო.

ყველაფერი ძვირდება, მათ შორის თანამშრომლების შენახვა და ამ რეალობაში სასტუმროების ფასები არ არის გაზრდილი, პირიქითაც კი ვიტყოდი, ვკარგავთ შემოსავლებს. ამ კონკურენციაში 5*-იანი სასტუმროებიც ცდილობენ, რომ ფასები დასწიონ, ფაქტობრივად გარკვეულ სეზონზე 3*-ის და 5*-იანის თითქმის ერთნაირია, რაც კონკურენციას კარგავს. ევროპელი ტურისტია იმის გარანტია, რომ ხარისხი გაიზრდება", - აცხადებს ჩეხერია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები