Rooms Hotel-ის აღმასრულებელი დირექტორი ვალერი ჩეხერიას ინფორმაციით, დღეს ბიზნესს დიდი ძალისხმევის გაწევა უწევს იმისთვის, რომ საერთაშორისო პარტნიორები ქვეყანაში უსაფრთხო გარემოს არსებობაში დაარწმუნონ. როგორც ის #რედაქტ2-ში სტუმრობისას ხსნის, პარტნიორებთან საუბრისას ცდილობენ დაარწმუნონ, რომ საქართველოში მოგზაურობა ამ პერიოდში ბიზნესის და ქვეყნის მხარდაჭერაა.
„თუმცა ეს პერიოდი ყველაზე მაღალშემოსავლიანი უნდა იყოს და ამაზე ყველამ უნდა ვიმუშაოთ. ბიზნესს ჩვენს პარტნიორებთან სხვადასხვა ქვეყნებში ძალიან კარგი ურთიერთობები გვაქვს და ჩვენი დასარწმუნებლები არიან, რომ დღეს საქართველოში მოგზაურობა ეს არის ჩვენი, ბიზნესის მხარდაჭერა, ხალხის მხარდაჭერა, რადგან სასტუმრო ბიზნესთან ძალიან ბევრი რამ არის მიბმული - სოფლის მეურნეობა, მეღვინეობაა მიბმული. ამიტომ ჩვენი ვალდებულება და მოვალეობაა, ჩვენს პარტნიორებთან, ვისაც ჩვენი ნდობა აქვთ, მივიტანოთ სიგნალი, რომ მაინც ჩამოვიდნენ მიუხედავად იმისა, რაც ხდება ქვეყანაში“, - აცხადებს ვალერი ჩეხერია.
კითხვას - როგორია საერთაშორისო პარტნიორების განწყობები, Rooms Hotel-ის აღმასრულებელი დირექტორი ასე პასუხობს: „პირველი კითხვა არის რამდენად უსაფრთხოა ჩამოსვლა. რამდენად არ შეექმნებათ დამსვენებელს დისკომფორტი სასტუმროში მისვლის ან ქუჩაში გადაადგილების დროს, რაზეც ჩვენ მაქსიმალურად ვარწმუნებთ, რომ ეს მშვიდობიანი დემონსტრაციებია“.