პროევროპული აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირს არ ტოვებენ.
მიუხედავად იმისა, რომ სპეცრაზმმა მათი დაშლის მიზნით, არაერთხელ გამოიყენა წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი, დემონსტრანტები უკან იხევენ, მაგრამ არ იშლებიან.
ამ წუთებში სპეცრაზმმა კიდევ ერთხელ გამოიყენა ცრემლსადენი გაზის კაფსულები.
ისინი სხვადასხვა საგნებით ბარიკადებს აგებენ და ამ გზით ცდილობენ თავის დაცვას.
"არ მეშინია, რადგან ჩემი ქვეყანა მიყვარს", - ამბობს ერთ-ერთი დემონსტრანტი. "ჩვენ ჩვენსას ბოლომდე გავიტანთ", - აცხადებს კიდევ ერთი მოქალაქე.