მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„არ მგონია, რუსეთის გადაწყვეტილებამ კანდიდატის სტატუსის მიღებაზე გავლენა იქონიოს“ - დაუშვილი

645d014a1f3fc
ვიქტორია მღებრიშვილი
11.05.23 19:27
883
„არ მგონია, ამ გადაწყვეტილებამ კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესზე იმოქმედოს,“ - ასე აფასებს კომპანია „დიოს“ თანადამფუძნებელი თამაზ დაუშვილი რუსეთის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანდიდატის სტატუსზე შესაძლო გავლენას. ამის შესახებ მან BM.GE-სთან ისაუბრა.
ბიზნესმენი თვლის, რომ ამ შემთხვევაში ქვეყნის შიგნით ერთიანობაა მთავარი, რათა საქართველო ევროპული ოჯახის წევრი გახდეს.

„მიუხედავად იმისა, რომ არ ვეთანხმები ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას რუსეთთან, არ მგონია ამ გადაწყვეტილებამ ევროინტეგრაციის პროცესზე გავლენა იქონიოს. მთავარი აქ ის არის, რომ ყველა დანარჩენი მოთხოვნა, რაც ჩვენ მიმართ არსებობს ზედმიწევნით შევასრულოთ და ქვეყნის შიგნით არსებული დემოკრატიული პროცესები არ დავაზიანოთ. ის, რომ რუსეთი არსებობს და რთული რეგიონია - ეს მოცემულობაა.

ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული ქვეყნის შიგნით ხელისუფლება და ოპოზიცია როგორ შეძლებს მთავარი მიზნის გარშემო გაერთიანებას. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ დემოკრატიის მაღალი სტანდარტები ნიშნავს, იმას რომ ქვეყანას ხელისუფლება და ოპოზიცია ერთად მართავს. ქვეყნის შიგნით მთავარია შევთანხმდეთ საერთო წესებზე. მნიშვნელოვანი ქვეყნის დემოკრატიის კიდევ უფრო მეტი კონსოლიდაცია და 12 პუნქტის შესრულება“, - განმარტა თამაზ დაუშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები