მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არ მგონია, სანქციები მემუქრებოდეს - სუს-ის ხელმძღვანელი

642ed1562809b
მარიამ ვარადაშვილი
06.04.23 18:13
619
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის [სუს] ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი აცხადებს, რომ მისი დასანქცირება ნაკლებად მოსალოდნელია.

“არ მგონია, სანქციები მემუქრებოდეს. უკვე ნამყოფი ვარ და ნანახი მაქვს აშშ, არაჩვეულებრივი და კარგი დემოკრატიის ქვეყანაა. ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რასაც ვემსახურები. ეს არის ქვეყნის მშვიდობიანი ცხოვრების უზრუნველყოფა, არა ომი, არამედ მშვიდობის უზრუნველყოფა, ეკონომიკური განვითარება და საქართველოს თითოეული მოქალაქის და მისი ვიზიტორების უსაფრთხოების დაცვა. რომელი ქვეყანა შემიშვებს, თუ არ შემიშვებს ეს ჩემთვის მეასეხარისხოვანია”,- ამბობს ლილუაშვილი.

5 აპრილს აშშ-ის მიერ დასანქცირდა საქართველოს სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლე. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ასანქცირებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს, მიხელ ჩინჩალაძეს; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეს, ლევან მურუსიძეს; თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს, ირაკლი შენგელიას; თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, ვალერიან ცერცვაძეს [ყოფილი მოსამართლე].

აშშ-ს საელჩოს განცხადებით, გადაწყვეტილება ეფუძნება სანდო ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ეს მოსამართლეები საჯარო თანამდებობის ბოროტად გამოყენებით ჩართული იყვნენ მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები