მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"არ მიყვარს ტყუილები, ვერ მოგატყუებთ" - მიაღწევს თუ არა ჯანდაცვის სექტორის დაფინანსება მშპ-ის 2.5%-მდე?

კაკაურიძე

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილეს გიორგი კაკაურიძეს კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ლადო კახაძემ დაუსვა კითხვა მიაღწევს თუ არა ჯანდაცვის სექტორის დაფინანსება საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 2.5%-ს არსებული 2%-დან.

თუმცა გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ჯანდაცვის სექტორის დაფინანსების ასეთი ზრდა ბიუჯეტისთვის დამატებით 500 მილიონი ლარის გამოყოფას ნიშნავს, რისი საშუალებაც არსებული გადმოსახედიდან სახელმწიფო ბიუჯეტში არ იქნება. შესაბამისად, ეს საკითხი საჭიროებს პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებას.

“არ მიყვარს მე ტყუილების საუბარი და ვერ მოგატყუებთ. პოლიტიკოსების გადასაწყვეტი და სამსჯელო იქნება როგორი იქნება ბიუჯეტი საერთო ჯამში. ციფრებზე რომ გითხრათ 2%-დან 2.5%-მდე ასვლა ნიშნავს დამატებით 500 მილიონი ლარის მიმართვას ჯანდაცვაზე, რაც ძალიან რთული იქნება თუ რაიმე სხვა რადიკალური გადაწყვეტილებები არ მივიღეთ. ჩვენ თუ შევხედავთ გადასახადებს, ის მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით დაახლოებით 26%-ია, იქით წელს შეგვიმცირდება მშპ-სთან მიმართებით ვინაიდან წელს ერთჯერადი შემოსავლები გვქონდა შედარებით 0.4% გვაკლდება. თქვენ გვთავაზობთ 0.5%-ის დამატებას. შესაბამისად ან ახალი წყარო უნდა ვნახოთ დაფინანსების ან უნდა გადავხედოთ. ეს უკვე არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. უნდა მოვაკლოთ ჯანდაცვას, განათლებას, სოციალურ მიმართულებას, ან გადასახადი უნდა მივიღოთ მეტი, შესაბამისად ერთობლიობაში შესახედია ეს ბიუჯეტი”, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

არსებული პროგნოზით, 2025 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზომა 88.6 მილიარდ ლარს მიაღწევს, შესაბამისად, ამ თანხის 2.5% 2.2 მილიარდ ლარს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები