თავისუფლების მოედანზე, ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ესწრება. ის შეკრებილ საზოგადოებას უკვე შეუერთდა და TV Pirvel-ის ჟურნალისტის კითხვებს უპასუხა:
- რა არის დღეს თქვენი მთავარი სათქმელი, რატომ მოხვედით?
იმიტომ რომ მიხარია, როგორც თითოეულ ქართველს უხარია, რომ ჩვენ ერთი ნაბიჯით ახლოს ვართ ევროპასთან.
- გაქვთ თუ არა მოლოდინი, რომ შეკრებილი საზოგადოებისთვის მიმართვის შესაძლებლობა გექნებათ?
რა ვიცი, საზოგადოება აგერ არის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია.
- ქალბატონო პრეზიდენტო, თქვენი აზრით კანდიდატის სტატუსის მონიჭება ხალხის და იმ აქციების დამსახურებაა, რომელიც ქვეყანაში იმართებოდა?
რა თქმა უნდა, ყველამ აღიარა, რომ ხალხის ნება და ხალხის ხმა გაიგეს და მოისმინეს და ეს არის მთავარი.
- ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ხელისუფლებასთან ერთად ოპოზიცია დგას, რა გზავნილია ეს პარტნიორებისთვის?
ეს არის ევროპა! ძალიან მიხარია, რომ მოქალაქეები აქ არიან შეკრებილნი.
- ბევრი იფიქრეთ აქ მოსვლაზე?
საერთოდ არ მიფიქრია, მე აქ უნდა ვიყო!




























