მე არ მქონია აღქმა, რომ მას ჩემთვის მადლობა არ გადაუხდია, - ასე პასუხობს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ჟურნალისტების კითხვას, თუ რას ფიქრობს იმასთან დაკავშირებით, რომ წლიური შეჯამების დროს, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ის საერთოდ არ ახსენა და გაწეული საქმიანობისთვის მადლობა არ გადაუხადა.
რაც შეეხება კითხვას იმის შესახებ, შეხვდა თუ არა ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილს, ტიკარაძე პასუხობს, რომ არ შეხვედრია.
გარდა ამისა, ტიკარაძისგან ჟურნალისტები დაინტერესდნენ, თუ რატომ იმყოფებოდა გუშინ საპატრიარქოში, რაზეც მინისტრმა უპასუხა, რომ ბარბარობის დღესასწაულთან დაკავშირებით პატრიარქმა ის დალოცა, ხოლო მასთან ერთად საპატრიარქოში მისივე მოადგილე, თამარ გაბუნია იმყოფებოდა.
შეგახსენებთ: 9 დეკემბერს ეკატერინე ტიკარაძემ გამართა ბრიფინგი, სადაც განაცხადა, რომ პოსტს ტოვებს, თუმცა როდის, ეს არ დაუკონტრეტებია. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მინისტრი თავის გუნდთან ერთად მოვალეობის შესრულებას წლის ბოლომდე გააგრძელებს.




























