მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"არ შეასრულოთ უკანონო ბრძანებები" - TI-ს მოწოდება პოლიციას

TI

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" გმობს პოლიციის მიერ ძალის გადამეტების ფაქტს და მოუწოდებს პოლიციას, არ შეასრულონ უკანონო ბრძანებები.

"მოვუწოდებთ პოლიციის დანაყოფებს არ შეასრულონ არალეგიტიმური მთავრობის უკანონო ბრძანებები და დადგნენ ქართველი ხალხის გვერდით ჩვენი ევროპული მომავლის დასაცავად", - წერია მიმართვაში.

ცნობისთვის, რუსთაველზე, სპეცრაზმი მშვიდობიან აქციას არბევს. არიან დაშავებულები, მათ შორის ჟურნალისტებიც. იურისტ საბა ბრაჭველს კი რეზინის ტყვია თვალის არეში ესროლეს.

მანამდე კი არაერთხელ გაისმა მოქალაქეების მისამართით გამაფრთხილებელი ხმა, რომ დაშლილიყვნენ. მოწოდებების მიუხედავად, მოქალაქეები დაშლას არ აპირებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები