მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"არ შეიძლება გაწევრიანების მოლაპარაკებები დაიწყოს ქვეყანასთან, რომლის მთავრობაც ანტიევროპულ დღის წესრიგს ატარებს" - კუბილიუსი

ანდრეას კუბილიუსი

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი "ქართული ოცნების" დეპუტატების მიერ "რუსული კანონის" მიღებას გამოეხმაურა. Twitter-ის გვერდზე ლიეტუვის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ევროპარლამენტარი აღნიშნავს, რომ არ შეიძლება EU-ში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებები გაიხსნას ისეთ ქვეყანასთან, რომლის მთავრობაც ანტიევროპულ დღის წესრიგს ატარებს.

“რაც შეეხება საქართველოს: ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები არ შეიძლება დაიწყოს ქვეყანასთან, რომლის მთავრობაც განზრახ ახორციელებს კრემლის ჰიბრიდულ ანტიევროპულ დღის წესრიგს, ისეთს, როგორიცაა უცხოური აგენტების კანონი,” - წერს კუბილიუსი.

დღეს საქართველოს პარლამენტმა რუსული კანონი პირველი მოსმენით მიიღო, მას მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა.