მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

არ შეიძლება, საზმაუს ბორდი პარტიების კვოტებით ირჩეოდეს... რეფორმაა საჭირო - ნინო ზაუტაშვილი

ნინო ზაუტაშვილი

საზოგადოებრივის მაუწყებლის გადაცემა „რეალური სივრცის“ ყოფილი წამყვანის ნინო ზაუტაშვილის აზრით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს არჩევის წესი უნდა შეიცვალოს.

„არ შეიძლება, ბორდი პარტიების კვოტებით ირჩეოდეს. პარტია ყოველთვის ეცდება, სამეთვალყურეო საბჭოში ჩასვას ისეთი ადამიანი, რომელსაც რასაც უნდა იმას გააკეთებინებს... პარტიული კვოტირება აუცილებლად უნდა მოიხსნას. მსოფლიოს არცერთ საზოგადოებრივ მაუწყებელზე ბორდის წევრებს პარტიული კვოტით არ ირჩევენ“, - თქვა მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში, სადაც საქართველოს პირველ არხზე არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა.

როგორც ცნობილია, 11 აპრილს, ნინო ზაუტაშვილთან ერთად, საინფორმაციო გადაცემა „მოამბის“ წამყვანი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანიც გაათავისუფლეს. ორივე ჟურნალისტი გეგმავს, მაუწყებლის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივროს.

ნინო ზაუტაშვილს მიაჩნია, რომ საზმაუდან საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძის გადაწყვეტილებით გაუშვეს.

საქართველოს სასამართლოშიც კი, [საზმაუს] ამ საქმეს აუცილებლად მოვუგებთ. წერტილი - ნინო ზაუტაშვილი

“ყველა მთავრობას საზოგადოებრივი მაუწყებელი თავისთვის უნდოდა, ამიტომ საზოგადოებას არ აქვს იმის განცდა, რომ პირველი არხი მათია... ეს უნდა დამთავრდეს”, - თქვა ნინო ზაუტაშვილმა.

მისივე აზრით, საზოგადოებამ მაქსიმალურად უნდა გაიაზროს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა იყოს მათი ტრიბუნა.

„როგორც ჩვენ ვაფინანსებთ მთავრობას, რათა ჩვენივე პრობლემებზე იმსჯელონ და გადაგვიწყვიტონ, ანალოგიურად უნდა [მოვთხოვოთ საზმაუს“, - ამბობს ნინო ზაუტაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები