მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"არ შეიძლება თქვა: მინდა კლუბის წევრი გავხდე, მაგრამ ჩემი წესები მაქვს" - ესტონეთის ელჩი საქართველოს ევროინტეგრაციაზე

ესტონეთის ელჩი საქართველოში

"ქართველი ხალხი, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ისწრაფვის, შეადგენს მოსახლეობის 85%-ს, საქართველოს მთავრობას აქვს ვალდებულება შეასრულოს ამ ხალხის სურვილი და ითამაშოს წესებით", - ამის შესახებ ესტონეთის ელჩმა საქართველოში, რიინა კალიურანდმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

რიინა კალიურანდმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის ლიდერები საქართველოსთან მოლაპარაკებების გახსნისა და სავარაუდო სანქციების საკითხებს თვის ბოლოს განიხილავენ, თუმცა კომპრომისზე წასვლა ევროკავშირს ყოველთვის, როცა რომელიმე მთავრობა რამე სახის კანონს იღებს, არ შეუძლია. კალიურანდი აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობას ვალდებულება აქვს, EU-ს თამაშის წესები დაიცვას.

"რა არის გასაკეთებელი, რა არ შეიძლება, ჩვენ ეს არ ვიცით. არის რაღაცები, რისი გაკეთებაც შეიძლება, არის რაღაცები, რაც არ შეიძლება. ამ ყველაფერზე ამ თვის ბოლოს განხილვა იქნება როგორც საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოში, ასევე ბრიუსელში ევროსაბჭოში. ყველა წევრი ქვეყანა მონაწილეობს მასში და ყველა ვარიანტი მაგიდაზეა. ესტონეთი ძალიან ხმამაღლა საუბრობს ზოგიერთ ვარიანტზე. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა დაიცვას თავისი და წევრი სახელმწიფოების ინტერესები. ჩვენ ყოველთვის არ შეგვიძლია კომპრომისების გაკეთება, როცა რომელიმე მთავრობა რაიმე სახის კანონს იღებს.

ვფიქრობ, რომ მთლიანობაში ევროკავშირს შეუძლია დაიცვას ყველა წევრი ქვეყანა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ყველა ერთნაირ წესებს დავიცავთ. არ შეიძლება მოხვიდე და თქვა: მინდა კლუბის წევრი გავხდე, მაგრამ ჩემი წესები მაქვს. ეს ასე არ მუშაობს. სამწუხაროდ, რამდენიმე ღონისძიება შეიძლება საკმაოდ მტკივნეული იყოს საზოგადოებისთვისაც. საზოგადოების დასჯა არავის უნდა, მაგრამ უნდა ვაჩვენოთ, რომ ეს არის თამაშის წესების არ დაცვის შედეგი. ქართველი ხალხი, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ისწრაფვის, შეადგენს მოსახლეობის 85%-ს, საქართველოს მთავრობას აქვს ვალდებულება შეასრულოს ამ ხალხის სურვილი და ითამაშოს წესებით", - ამბობს რიინა კალიურანდი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები