ახლა არის დრო, რომ პოლიტიკურმა ლიდერებმა ქართველი ხალხის ნება აღასრულონ და იმუშაონ იმისთვის, რომ დაუახლოონ საქართველო ევროკავშირს, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ ორბელიანის სასახლესთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რეკომენდაცია, მიენიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი, დაკავშირებულია შემდგომ რეფორმებთან და იმ ნაბიჯებთან, რომელიც განსაზღვრა ევროკავშირმა იმისთვის, რომ გადახვიდეთ შემდეგ ეტაპზე. ამის გასაკეთებლად საქართველოს დასჭირდება პოლიტიკური პოლარიზაციის გაქარწყლება.
ჩემი ერთ-ერთი და მნიშვნელოვანი გზავნილი იქნება თქვენს მიმართ, რომ ეს არის დრო, რომ გაერთიანდეთ და გააერთიანოთ ძალისხმევა საქართველოს ინტეგრაციის მისაღწევად - არაერთხელ მინახავს როცა თქვენ ერთიანდებით.
ევროკავშირის გაფართოებამ ბოლო წლებში, კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ თუ არის პოლიტიკური ნება და ერთიანობა, ნებისმიერი რეფორმის განხორციელება შეიძლება სწრაფ ტემპში და ამას ვუსურვებ საქართველოს. დღეს გვაქვს ძალიან კარგი მიზეზი რომ ვიზეიმოთ, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება 27 წევრი ქვეყნის ლიდერების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დეკემბრის შუა რიცხვებში.
მიხარია, რომ 18 ევროკავშირის წევრი ქვეყნის ელჩით ვარ წარმოდგენილი აქ, ამ ქვეყნებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება. აგრეთვე ძალიან მიხარია, რომ აშშ-ის ელჩი შემოგვიერთდა, რომელიც არის საქართველოს ნამდვილი მეგობარი, რომელიც ყოველთვის უჭერდა მხარს საქართველოს ევროინტეგრაციას.
ხუთ კვირამდე დარჩა,სანამ გადაწყვეტილება იქნება მიღებული და თითოეულ დღეს აქვს მნიშვნელობა. იმედი მაქვს, რომ თითოეული დღე გამოყენებული იქნება იმისთვის, რომ საქართველოს წინსვლა განხორციელდეს. ბრიუსელში საქართველოს ხმა ძალიან კარგად ესმით, ახლა არის დრო, რომ პოლიტიკურმა ლიდერებმა ქართველი ხალხის ნება აღასრულონ და იმუშაონ იმისთვის, რომ დაუახლოონ საქართველო ევროკავშირს. კიდევ ერთხელ მივულოცავ ქართველ ხალხს ამ გამარჯვებას და ვეუბნები დიდი მადლობას“, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.