საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე თანამდებობიდან გადადგომას არ აპირებს.
ამის შესახებ მან პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის ბადრი ჯაფარძის კითხვის პასუხად განაცხადა.
„არ ვაპირებ გადადგომას“ - უპასუხა პარლამენტარს სებ-ის პრეზიდენტმა.
საქმე ისაა, რომ ბადრი ჯაფარიძის აზრით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი თანამდებობიდან უნდა გადადგეს. დეპუტატი აღნიშნულის მიზეზად ორნიშნა ინფლაციას ასახელებს და აცხადებს, რომ ფაქტია, ეროვნული ბანკი სათანადოდ ვერ ასრულებს თავის ფუნქციას.




























