მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"არ ვაპირებთ ჩვენი სუვერენიტეტის გაყიდვას" - აფხაზეთში რუსეთის წინააღმდეგ აქცია დაანონსდა

სოხუმი

ოკუპირებულ აფხაზეთში საპროტესტო აქცია დაანონსდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის საკითხი, შესაძლოა, 28 დეკემბერს განიხილოს.

მედიის ინფორმაციით, წერს, რუსეთისთვის აგარაკების გადაცემის მოწინააღმდეგეები სოხუმის ბიზნესცენტრ "ევერესტში" შეიკრიბნენ, სადაც 28 დეკემბერს აქცია დააანონსეს.

"არ ვაპირებთ ჩვენი სუვერენიტეტის გაყიდვას არც ძეხვისთვის და არც ჯიპებისთვის“, - განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის სახალხო მოძრაობის ლიდერმა, ადგურ არძინბამ.

"აფხაზური სახელმწიფოს დემონტაჟი მიმდინარეობს. ამას არ დავუშვებთ", - განაცხადა გურამ გუმბამ.

შეხვედრების მონაწილეები არ გამორიცხავენ, რომ ასლან ბჟანიას გადადგომა მოითხოვონ.

ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის მიყიდვაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება არ გაუკეთებია. მედიამ დღეს მინისტრის მოადგილეს, თეიმურაზ ჯანჯალიას შეაფსება სთხოვა, თუმცა მან თქვა, რომ საკითხი არ ეხება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები