საქსტატის თავმჯდომარე, გოგიტა თოდრაძე „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის პოლიტიკური შეფასებისგან თავს იკავებს და ამბობს, რომ „ეს საქსტატის კომპეტენცია არ არის“.
რაც შეეხება კითხვას იმის შესახებ, თუ რა პრობლემებს შექმნის დონორების მხრიდან შეზღუდვების დაწესება, თოდრაძე პასუხობს:
„ვერ ვფიქრობ, რომ საქსტატს შეიძლება რაიმე პრობლემა შეექმნას რომელიმე საგრანტო პროექტის განხორციელებისას. რადგან ჯერჯერობით პრობლემა არ შეგვქმნია და გავაგრძელებთ მათთან ნაყოფიერ და კონსტრუქციულ თანამშრომლობას“, - თქვა გოგიტა თოდრაძემ.
კითხვაზე, როგორ ეხმარებიან დონორები საქსტატს? - თოდრაძე განმარტავს: „ეს არის საგრანტო პროექტები, რომელიც აფინანსებს გარკვეული ტიპის სტატისტიკური კვლევების ჩატარებას. ასევე, ხელს უწყობს საქსტატს შესაძლებლობების გაძლიერებაში. ეს შეიძლება იყოს ტექნიკის გადმოცემა, თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება და ა.შ. იმედი მაქვს, აღნიშნული თანამშრომლობა ნაყოფიერად გაგრძელდება მომავალშიც. ჯერჯერობით პრობლემა არ ყოფილა და მომავალში რა იქნება არ ვიცი“.