მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

არ ვიცი, შევძლებ თუ არა უკრაინის ომის დასრულებას - ტრამპი

ტრამპი

აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი დარწმუნებული არ არის შეძლებს თუ არა უკრაინის ომის დასრულებას. ეს კი მნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება მის წინასაარჩევნო დაპირებას, რომლის მიხედვითაც, ის ომის შეწყვეტას პირველივე დღეს აპირებდა.

“არ ვიცი, ვერ გეტყვით, მოხდება თუ არა ეს“, - ასე უპასუხა პრეზიდენტმა ტრამპმა ჟურნალისტებს კითხვას იმის შესახებ, თუ შეძლებს უკრაინაში ომის დასრულებას.

საგულისხმოა, რომ აშშ-ს მეორე ვადით არჩეული 47-ე პრეზიდენტი, თავისი კამპანიის განმავლობაში დაჟინებით ირწმუნებოდა, რომ უკრაინისა და რუსეთის ომს პირველივე დღეს დაასრულებდა, თუმცა მოგვიანებით „Time“-თან ინტერვიუში ამ დაპირებას „გადაჭარბებული შეფასება“ უწოდა.

„ჩვენ ბევრ ქვეყანას დავეხმარეთ,“ - თქვა ტრამპმა პარასკევს. „რაც შეეხება უკრაინას - ეს ბაიდენის საქმეა, არა ტრამპის. მე ვცდილობ, რომ ეს დასრულდეს“.

ტრამპი ცდილობს უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას, თუმცა წარსულში არაერთხელ გამოხატა უკმაყოფილება კონფლიქტის გაგრძელებით. ამ კვირაში ტრამპმა სატელეფონო საუბრები გამართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან. როგორც ტრამპმა თქვა, პუტინთან საუბარი „არ იყო პროგრესული“, მაშინ როცა ზელენსკისთან კომუნიკაციას პრეზიდენტმა „ძალიან მნიშვნელოვანი და შედეგიანი“ უწოდა, ასევე თავად უკრაინის პრეზიდენტმაც და ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.

ტრამპის თქმით, უკრაინის ლიდერთან საუბარი: „ძალიან სტრატეგიული“ იყო. „თქვენ იცით, უკმაყოფილო დავრჩი პუტინთან საუბრით. მას ბოლომდე მიყვანა სურს — უნდა რომ ხალხის მოკვლა გააგრძელოს და ეს მიუღებელია.“

ამასობაში, აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ ამ კვირაში დროებით შეაჩერა უკრაინისთვის გარკვეული იარაღის მიწოდება, რადგან ქვეყნის საბრძოლო მარაგები კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა — ამის შესახებ თავდაპირველად გამოცემა Politico იტყობინებოდა.

ამ საკითხზე დასმულ კითხვაზე ტრამპმა აღნიშნა: „არ შეგვიჩერებია. კვლავ ვაწვდით იარაღს. უკვე ძალიან ბევრიც მიგვიცია, მაგრამ ვაგრძელებთ დახმარებას და ვმუშაობთ მათთან ერთად.“

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები