მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„არ ვთვლით რომ გადასახადები გადასახედია, საკმაოდ დაბალი გადასახადები გვაქვს“ - ჭელიძე

63f72df3608e7
ვიქტორია მღებრიშვილი
24.02.23 00:45
707
მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის პრეზიდენტის მიხეილ ჭელიძის განცხადებით, ბიზნესს გადასახადების შემცირების საჭიროების წინაშე არ დგას. ამის შესახებ მან BM.GE-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესის საჭიროებებს შეეხებოდა.

მისი თქმით, ქვეყანაში ისედაც დაბალი გადასახადებია.

„ჩვენ არ ვთვლით რომ გადასახადები გადასახედია, რადგან რეგიონის ქვეყნებს თუ შევადარებთ საკმაოდ დაბალი გადასახადები გვაქვს, ბიზნესს უფრო გადასახადების ადმინისტრირების პრობლემა აქვს - როგორ დაითვალონ გადასახადები, ამაში სჭირდება დახმარება.

შემოსავლების სამსახურის მიერ დღეს წარმოდგენილი ახალი საინფორმაციო/მეთოდოლოგიურ ციფრული infohub.rs.ge ბიზნესს იმ ინფორმაციას მიაწვდის, როგორ დაბეგროს გარკვეული ოპერაციები. იქიდან გამომდინარე, რომ ყველა დოკუმენტი ელექტრონულია ამან ძალიან შეამსუბუქა გადასახადების გამოთვლის წნეხი“, - განაცხადა მიხეილ ჭელიძემ.

ბიზნეს გაერთიანების ხელმძღვანელი ამბობს, რომ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის გამოწვევად ფინანსებზე ხელმისაწვდომობა რჩება.

„მცირე ბიზნესს არ აქვთ ფინანსების მოძიების მარტივი გზები არ აქვთ, დამწყები ბიზნესებისთვის უფრო მეტი დაფინანსების წყაროა მოსაძიებელი და დახმარება ამაში სჭირდებათ“, - აღნიშნა ჭელიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები