მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„არა ძალადობას! არა რუსეთს!!“ - გიორგი ქოჩორაშვილი

ფეხბურთი

„არა ძალადობას! არა რუსეთს!! საქართველოს გზა ევროპაშია“ - ამ პოსტს Instagram-ის პირად გვერდზე საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ქოჩორაშვილი აქვეყნებს.

„თავისუფლება ძალაა, რომელიც ღმერთმა მოგვცა და ეს თავისუფლება არის ის, რასაც თითოეული ქართველი ფლობს. ის 26 მარტის დღე, რომლის დროსაც ყველა ბედნიერი იყო, ერთმანეთს ვეხუტებოდით და ვზეიმობდით, არ გამქრალა და ჩვენს გულებში ინახება. მაგრამ არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ქვეყანა, არცერთი ჩემპიონატი და არცერთი სპორტული ღონისძიება. დიდება და თავისუფლება საქართველოს და არა - ძალადობას! არა რუსეთს!! საქართველოს გზა ევროპაშია. მე ვარ საქრთველო“, - წერს გიორგი ქოჩორაშვილი.

ის მესამე ფეხბურთელია, რომელმაც საპროტესტო აქციების ძალადობრივი დაშლა პოსტით დაგმო. ამ შინაარსის პოსტები ბუდუ ზივზივაძემ და გიორგი ჩაკვეტაძემ გამოაქვეყნეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები