მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"არა კრემლის დიქტატს!" - დღეს, პარლამენტის წინ, საპროტესტო აქცია 19:00 საათიდან გაიმართება

აქცია

"არა კრემლის დიქტატს!" - დღეს, 15 სექტემბერს, 19:00 საათიდან პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია გაიმართება, - ამის შესახებ ინფორმაციას ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონი“ სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ საქართველო იყო დამნაშავე 2008 წლის ომში და საქართველო დაესხა ოს ხალხს თავს. ამით მან ქართველი მებრძოლი გმირები გაუთანაბრა ტერორისტებს და ოსი ხალხი გენოციდში დასდო ბრალი!

მან ასევე განაცხადა, რომ საქართველომ ბოდიში უნდა მოუხადოს ოს და აფსუა სეპარატისტებს. ეს არის საქართველოსა და მისი გმირების შეურაცხყოფა! სულში ჩაფურთხება! ხვალ, 15 სექტემბერს, 19:00- დან ვიკრიბებით პარლამენტთან. კოლაბორანტებს პასუხი უნდა გაეცეთ! ", - ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები