"რუსული კანონის" ერთ-ერთი ხმის მიმცემი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ამბობს, რომ "არა რუსულ კანონს" "ქართული ოცნების" მთავარი თემაა.
მისი თქმით, 2012 წლის შემდეგ, არც ერთხელ და არც ერთ გარემოებაში საქართველოს ხელისუფლებას არ გადაუდგამს ისეთი ნაბიჯი, რომელიც რუსეთის ინტერესებს ითვალისწინებს.
"არა რუსულ კანონს არის ჩვენი მოგონილი. ჩვენი მთავარი თემაა. 2012 წელიდან მოყოლებული, ყველამ კარგად იცის, რომ არც ერთხელ და არც ერთ გარემოებაში საქართველოს ხელისუფლებას არ გადაუდგამს ისეთი ნაბიჯი, რომელიც რუსეთის ინტერესებს ითვალისწინებს.
2012 წლამდე ჩამოგითვლით ნაბიჯებს, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს გადაიდგა", - განაცხადა ვოლსკიმ.
ვიცესპიკერს არ უპასუხია კითხვაზე, უღირდათ თუ არა ეს კანონი. ჟურნალისტების კითხვას კი, რატომ სჭირდებათ სპეცრაზმის კორდონი პარლამენტის დატოვებისთვის ვოლსკიმ თქვა "პარლამენტის შესასვლელების ბლოკირება დანაშაულია და ამ დანაშაულს არიდებენ [მომიტინგეებს]", - თქვა მან.